აქტუალური
საქართველოსა და მის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ თურქეთს შორის საზღვრის გადაკვეთა პირადობის მოწმობით გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შესაძლებელი გახდება საზღვრის გადაკვეთა პირადობის მოწმობით.„ორ სახელმწიფოს შორის იხილება საზღვრის გადაკვეთის გამარტივებული რეჟიმი. ნაწილობრივ ასეთი რეჟიმი არსებობს, თუმცა ეს არ ვრცელდება ყველა სასაზღვრო გადამკვეთ პუნქტზე. ორი სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ მოქალაქეებისათვის გამარტივდეს მიმოსვლა, რადგან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განსაკუთრებულად გაღრმავებული გვაქვს თურქეთთან. აღნიშნულ ხელშეკრულებაში კი, ამ ცვლილების შეტანა დაკავშირებულია ტექნიკურ პრობლემებთან, რომლის მოგვარების შემთხვევაშიც, მხოლოდ პირადობის მოწმობებით მიმოსვლა შესაძლებელია“, – განაცხადა კალანდაძემ.