სამართალი
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ინციდენტისას დაკავებულ პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე მომხდარ ინციდენტზე დაკავებულ პირს, გიორგი იჩუკაიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარება, იძულება და მძევლად ხელში ჩაგდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისსათვის საშიში ძალადობის მუქარით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე გიორგი იჩუკაიძე 14 იანვარს დააკავეს.