პუბლიკაციები
საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. "ქალბატონო სალომე, “თქვენ დედა გყავთ”?! ვოვა არუთინიანის 78 წლის დედა — ქალბატონი აზა, დეზერტირის ბაზარში, ყინვაში და პაპანაქება სიცხეში, პარკებს რომ ყიდის, არ გეცოდებათ?! ერთი სიკეთე მაინც ქენით - შეიწყალეთ ეს კაცი, რომელმაც თავისი ცხოვრების საუკეთესო 19 წელი ციხეში უდანაშაულოდ გაატარა! მერწმუნეთ, ქართველ ხალხში არუთინიანი თქვენზე ბევრად პოპულარულია და სააკაშვილზე ნაკლებ ენებს არ ფლობს, ანუ, პრეზიდენტად კენჭი რომ იყაროს, საქართველოში მას კონკურენტი არ ეყოლება!", — წერს თავის Facebook- გვერდზე «საქინფორმის» მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.