საზოგადოება
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში დაკითხეს

 საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე იმყოფებოდა. მან კომიტეტის შენობა უკვე დატოვა.

მედიის კითხვაზე, რის თაობაზე დაიბარეს კომიტეტში პრემიერი, ფაშინიანმა განაცხადა, რომ ამაზე მოგვიანებით ისაუბრებს.

ფაშინიანმა 40- წუთიანი დაკითხვის დროს, კომიტეტში გადაღებული სელფიც გამოქვეყნა და აღნიშნა, რომ „ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქმედი ლიდერი დაბარებულია გამოკითხვაზე საგამოძიებო სამსახურში“.

„პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს“, - იხუმრა ფაშინიანმა.