უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - ჩვენ არავის ვემუქრებით და არ ვისწრაფვით საკუთარი ნება დავამყაროთ

 საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. რუსეთი არ ემუქრება არავის და არ ესწრაფვის საკუთარი ნება დაამყაროს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური ასამბლეისადმი ყოველწიური მიმართვის დროს განაცხადა.

„ჩვენ არავის ვემუქრებით და არ ვესწრაფით საკუთარი ნება დავამყაროთ [სხვა ქვეყნებზე]. ამავდროულად, შემიძლია ყველა დავარწმუნო: ჩვენი ნაბიჯები, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის გადაიდგა, იყო დროული და ეფექტური“ - განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებაზეც ისაუბრა.

„პირველად, ჩვენ არავის ვეწევით. ჩვენ არავისთან დაწევა არ გვჭირდება. პირიქით, დაე, სხვა ქვეყნებმა შექმნან ისეთი იარაღი, რუსეთს რომ აქვს“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

interpressnews.ge