პოლიტიკა
ხელშეკრულება საჰაერო გადაზიდვებზე საქართველოსა და ბულგარეთს შორის

Flag-Georgia-Bulgariaსაქართველოში ვიზიტად მყოფი ბულგარეთის დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრებს დღეს, 28 მარტს, იწყებს.

ბულგარეთის სახალხო კრების თავმჯდომარე ცეცკა ცაჩევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.

ბულგარეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.

დღის მთავარ მოვლენად იქცევა საქართველოსა და ბულგარეთს შორის საჰაერო გადაზიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც გააფორმებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის მინისტრი ალექსანდრ ცვეტკოვი.

ბულგარეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 29 მარტამდე გასტანს.