პოლიტიკა
საქინფორმი: ჯაშუშური ოპერაცია „დოქტორი ვაჟა” ბაიდენმა და სააკაშვილმა შეიმუშავეს

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. სააგენტო NEWS FRONT-თან არნო ხიდირბეგიშვილის ინტერვიუს შემდეგ საქინფორმის მთავარ რედაქტორკიევიდან დაუკავშირდნენ - კომპეტენტურმა წყარომ წარმოადგინა ცხინვალის ციხიდან ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მოულოდნელად გათავისუფლების მისეული ვერსია, რომელსაც ცხინვალის სასამართლოორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მისაჯა. წყარომ, რომლის შესახებაც საქინფორმს მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ ის აშშ-მოქალაქე, მის მიერ მიწოდებული სენსაციური ინფორმაციის, რომელსაც მან უდავო ფაქტები“ უწოდა, გამოქვეყნების ნება დართო მხოლოდ იმ პირობით, რომ მკითხველებისთვის ინკოგნიტოდ დარჩებოდა - აქაოდა,”თბილისში სტუმრობა მიწევს და დამატებითი პრობლემები არ მჭირდება”.

საქინფორმმა, თავისი არხების საშუალებით, გადაამოწმა ეს ინფორმაცია და აშშ – შიც გამოკითხა წყაროს ვინაობის შესახებ. ქართული დიასპორის ზოგიერთი ცნობილი წარმომადგენლისგან დადებითი გამოხმაურების მიღების შემდეგ ჩვენს მკითხველს ცნობთ მიღებულ ინფორმაციას, თუმცა განსხვავდება სააგენტოს მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის ვერსიისგან.

   ”როგორც მოგეხსენებათ, აშშ–ში არის სასტიკი ბრძოლაა გაჩაღებული პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს შორის, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი საპრეზიდენტო რბოლის ფარგლებს, რადგან მასში გამარჯვებული ამა წლის ოქტომბერში აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდება, დამარცხებული კი, დიდი ალნათობით, ციხეში წავა, ორივე მხრიდან წამოყენებული ბრალდების სიმძიმის გამო.

თუმცა ყველამ როდი იცის, რომ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისგან მოითხოვა არა მარტო კომპრომატები ბაიდენის ვაჟზე - ჰანტერ ბაიდენზე, რომელიც უკრაინაში, კომპანია „ბურსიმას“ დირექტორთა საბჭოში მუშაობის დროს კორუფციასა და მრავალმილიონიან მაქინაციებში იყო ჩაფლული. ტრამპმა ზელენსკისგან მოითხოვა ინფორმაცია ევრომაიდანის ორგანიზებასა და უკრაინის კანონიერი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობაში ჯო ბაიდენის მონაწილეობის შესახებ, ანუ - უმაღლესი რანგის ამერიკელი სახელმწიფო ჩინოვნიკის ჩარევის შესახებ (ბაიდენი მაშინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო) სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში.

თავის მხრივ, ჯო ბაიდენი დაეხმარა მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნებაში, შეარიგა იგი შინაგან საქმეთა ყოვლისშემძლე მინისტრ არსენ ავაკოვთან და სთხოვა, ყველაფერი ეღონა, რათა ზელენსკის არ გადაეცა ტრამპისთვის კომპრომატები - მასზე და მის შვილზე, რომელიც უკრაინულ კომპანიაში ფინანსურ აფერებს ახორციელებდა მაღალჩინოსანი მამის მფარველობის ქვეშ.

სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა - მისცა ასეთი გარანტიები ბაიდენს და მიანიშნა, რომ ავაკოვთან ერთად მოახდენყველა კომპრომატის ლიკვიდაცითავისი თანამოაზრეების მეშვეობით, რომლებმაც ევრომაიდანის შემდეგ ძალოვან სტრუქტურებში ხელმძღვანელი პოსტები ეკავათ და ძველი კავშირები შეინარჩუნეს, მათ შორის, გენპროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროში. სამაგიეროდ, მოითხოვა, რომ ბაიდენი დახმარებოდა მას საქართველოში, ხელისუფლების სათავეში დაბრუნებაში - და არა მას შემდეგ, რაც ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტი გახდებოდა, არამედ ახლავე. ანუ საკითხი პირდაპირ დაუსვა - ”დამეხმარე, რომ საქართველოს პრეზიდენტი გავხდე და მე დაგეხმარები, რომ აშშ-პრეზიდენტი გახდე, ბიძაჩემი ალასანიას (ყოფილი კა-გე-ბეშნიკის) მეშვეობით, ტრამპის რუსული კავშირების შესახებ გამანადგურებელი ინფორმაციის წოდებით”.

ამის შემდეგ, ბაიდენის გუნდმა (კრამერი-კარპენტერი-კოფი და სხვ.), აწ გარდაცვლილი ჯონ მაკკეინის მეუღლისა და თანამოაზრეების დახმარებით, საქართველოში გააქტიურეს პრო-ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციები და მოაწყეს ხმაურიანი ფლეშმობების სერია სიტუაციის დესტაბილიზაციისა და "ქართული ოცნების" ხელისუფლების დასამხობად. ესენია: ლგბტ-ს კვირეული „თბილისი პრაიდი“ წარუმატებელი გეი აღლუმით; თბილისელი და ნახევრად ქართველი "გავრილოვის ღამე"; პედერასტების უპრეცედენტო პროვოკაცია - სააკაშვილის ტელეკომპანია ”რუსთავი 2” -ის გენდირექტორი გვარამიასა და მისი საყვარელი ტელეშემყვანი გაბუნიას მიერ პირდაპირ ტელეეთერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის ბილწი შეურაცხყოფის მიყენებით; დავით ქაცარავის, მალხაზ მაჩალიკაშვილის, გიგი უგულავას, ნიკანორ მელიისა და სააკაშვილის სხვა ხელის ბიჭების ხულიგნური დემარშები; ყოველდღიური გინება მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რომელმაც სააკაშვილი საქართველოდან გააძევა; აქცია სომეხი პოლიციელის წინააღმდეგ, რომელმაც ქართველი მოზარდი ლუკა სირაძე „სიკვდილამდე მიიყვანა“; პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პაპარაცებმა ფოტოებზე აღბეჭდეს თბილისის დუქანში ლობიოს მხიარულად მირთმევისას - „სისხლდაწრეტილი“ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქციიდან ორ ნაბიჯში, რომელიც ტრავმატული იარაღითა და წყლის ჭავლით დაშალეს. და ა.შ.

თუმცა მას შემდეგ, რაც დასახული მიზნის მისაღწევად ზემოთ ჩამოთვლილი ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა, ამოქმედებული იქნა სარეზერვო „კოზირი“ - "ოკუპანტების მიერ ცნობილი ქართველი ექიმის" ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება (თუმცა ეს უკანასკნელი რიგითი ორთოპედ-ტრავმატოლოგია, თანაც, საკმაოდ საშუალო დონის - საქინფორმი), რომელიც ვითომდა, თავისი საექიმო მოვალეობის შესასრულებლად გადავიდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რათა სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა ავადმყოფი ქართველი ქალისთვის.

სინამდვილეში, ჯაშუშური ოპერაცია დოქტორი ვაჟაჯო ბაიდენმა და მიხეილ სააკაშვილმა ერთობლივშეიმუშავეს, რომლის მიზანიც - და აქ მე დაგეთანხმებით (არნო ხიდირბეგიშვილს - საქინფორმი) - ახალი სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება იყო (ქართველები ოსების წინააღმდეგ), რომელშიც ამერიკელი სამხედროები ჩაერეოდნენ. ოპერაციის დასრულების შემდეგ, ამერიკელი სამხედროები დააკმაყოფილებდნენ გაერთიანებული ოპოზიციის თხოვნას და დაეხმარებოდნენ "ქართველებისთვის საძულველი დიქტატორივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების" დამხობაში, რითაც უზრუნველყოფდნენ საქართველოში სააკაშვილის ტრიუმფალურ დაბრუნებას და, შესაბამისად, დემოკრატიის აღდგენას“.

მაგრამ რაღაც აირია - ოსურმა სპეცსამსახურებმა მაშინვე დააკავეს გაფრინდაშვილი და ინტერნეტში გაავრცელეს გაფრინდაშვილის მობილური საუბრების აუდიოჩანაწერები გამყოფი ხაზის გადაკვეთის შემდეგ, რომელიც ძალიან ჰგავდა მტრის ტერიტორიიდან ჯაშუშურ პატაკებს. გამორიცხული არ არის, რომ ცხინვალში წინდაწინ იცოდნენ პროვოკაციის შესახებ, ან გაფრინდაშვილის „თეთრი ძაფით შეკერილმა“ ლეგენდა ძალიან დაუჯერებლად ჟღერდა, ვერ გეტყვით,… ცხინვალის სასამართლომ გაფრინდაშვილს შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა, შემდეგ კი ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ მას ძალიან გაუმართლა.

როგორც გახსოვთ, გასული წლის ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს 47 წლის რუსეთის მოქალაქე დიმიტრი კოვი (სხვათა შორის, წარმოშობით თბილისელი, ისევე, როგორც სერგეი გავრილოვი - საქინფორმი), რომელმაც, ვითომდა, აეროფლოტისსალაროს ოფისში დაასხა მომწამლავი ნივთიერება “იპრიტი“. თბილისის სასამართლომ მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა (როგორც ცხინვალისამ - გაფრინდაშვილს, საქინფორმი). შემდგომში გაირკვა, რომ ბიკოვი რუსი ჯაშუში კი არა, არამედ აეროფლოტისსალაროების თანამშრომელზე უპასუხო სიყვარულის მსხვერპლი იყო, რომელმაც შურისძიება გადაწყვიტა. მაგრამ დასავლეთის პრესაში სკანდალის თავიდან ასაცილებლად - აქაოდა, ლიტვინენკოსა და სკრიპალის მოწამვლის შემდეგ კიდევ ერთი ფაქტი, რომელსაც რუსეთი თავს ვეღარ დააღწევს! - რუსეთის ხელისუფლებაგადაწყვიტა თავისი დივერსანტი-ქიმიკოსისგაეცვალა თანაბარი მნიშვნელობის „ქართველი დივერსანტისფიგურაში - ექიმ გაფრინდაშვილი, რომელიც ოსების ტყვეობაში იმყოფებოდა”, - განუცხადა კიეველმა წყარომ სატელეფონო საუბარში საქინფორმის მთავარ რედაქტორს.

შემდეგომ კი ყველაფერი საახალწლო „ჰეფი ენდის“ საუკეთესო ტრადიციებით დასრულდა: ბაიდენ-სააკაშვილის ვერაგული გეგმა ჩაიშალა, უიღბლო „ქიმიკოსი“ მოსკოვში დაბრუნდა, ექიმი - თბილისში, მიშა კიევში დარჩა, ბიბილოვმა „ჰუმანიზმი გამოავლინა“, ხოლო არანორმალური ქართველების ეგზალტირებული ბრბო თბილისის ქუჩებში გამოცვივდა, ტყვეობიდან "ცნობილი ვაჟა ექიმის" დაბრუნებით გახარებული...

საქინფორმის რედაქცია
წყარო: NEWS FRONT