საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მოძრაობა „შეცვალეს“ აქცია გაიმართა.
აქციის ორგანიზატორები საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ, გამოიყენონ სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა არ შეასრულა დანაპირები ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.
ამასთან, აქციის მონაწილეების განმარტებით, „ყველა სახელისუფლებო შტო რუსიფიცირებულია“.
„გვინდა, საერთაშორისო საზოგადოებას გავაგებინოთ ქართული საზოგადოების, ახალგაზრდების და აქტივისტების მოთხოვნა, რომ თუ გვსურს, ქვეყანაში იყოს მშვიდობიანი გარემო, მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესი, მნიშვნელოვანია, ამ ოლიგარქის ქონება დროულად იქნეს დაყადაღებული. ჩვენ ვიცით, რომ ის არის ერთ-ერთი კანდიდატი შავ სიაში შესაყვანი, მაგრამ ეს უნდა დაჩქარდეს. აუცილებელია მისი ქონების დაყადაღება. ეს ერთადერთი იარაღია, რაც აიძულებს ამ ადამიანს, რომ გაჩერდეს“,- განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენელმა ნიკა ნოზაძემ.
აქციის მინაწილეებმა აქციების ჩატარება იგივე მოთხოვნით საელჩოებთანაც დაანონსეს.