საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ თავმჯდომარემ, ასლან ბჟანიამ გააკეთა.
10 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. ამ მოთხოვნით ე.წ. ოპოზიციონერი კანდიდატი ალხას კვიცინია გამოდიოდა.
რაულ ხაჯიმბა მზადაა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტად მეორედ იყაროს კენჭი. ეს განცხადება ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა გააკეთა.
ამასთან ერთად, ვიტალი გაბნიას თქმით, „კანონის მიხედვით, პრეზიდენტის მოვალეობას სამი თვის განმავლობაში კვლავ ხაჯიმბა შეასრულებს“.
„ხაჯიმბას გადადგომა, რასაც საპროტესტო აქციის მონაწილეების ითხოვენ, ქვეყანაში პრობლემებს ვერ გადაჭრის. აუცილებლია კომპრომისი“, – განაცხადა გაბნიამ.
მისივე თქმით, შექმნილი სიტუაციის დარეგულირებაში ჩართულია რუსეთიც.