უცხოეთი
დონალდ ტრამპი ირანის ხელისუფლებას მიმართავს - არ მოკლათ აქციის მონაწილეები

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. არ მოკლათ აქციის მონაწილეები, – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის ხელისუფლებას მიმართავს. დონალდ ტრამპმა განცხადება მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით გააკეთა.

„მივმართავ ირანის ლიდერებს – არ მოკლათ აქციის მონაწილეები. ათასობით ადამიანი უკვე მოკალით ან დააპატიმრეთ და მსოფლიო გაკვირდებათ. ჩართეთ ინტერნეტი და მიეცით აქციის მონაწილეებს საშუალება, გამოხატონ საკუთარი აზრი თავისუფლად. შეწყვიტეთ დიდი ირანელი ხალხის მკვლელობა“,- წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

1tv.ge