პოლიტიკა
„აღმოსავლეთის რევოლუციების ქარმა ლონდონს მიაღწია!“ – საქინფორმის კორესპონდენტი ევროკავშირის ქვეყნებში ჯულიანა დიუმა ლონდონიდან გვატყობინებს:

riot_london„ლონდონი ცდილობს, ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდეს მას მერე, რაც ორი დღის წინათ, 2011 წლის 26 მარტს, ასობით ათასი ბრიტანელი გამოვიდა ქალაქის ქუჩებში რათა პროტესტი გამოეხატათ დიდი ბრიტანეთის ახალი კოალიციური მთავრობის წინააღმდეგ, რომლის მიერაც სახელმწიფო ხარჯების შეკვეცის მიზნით გატარებული ეკონომიკური რეფორმა მიუღებელი აღმოჩნდა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. 

ექსპერტთა აზრით, ეს იყო ყველაზე დიდი მანიფესტაცია, რომელიც ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში ახსოვს ლონდონს, რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით 2003 წელს ერაყის ომის წინააღმდეგ ჩატარებულ მსვლელობას, რომელშიც 1 მილიონამდე ბრიტანელი მონაწილეობდა.

26 მარტის მანიფესტაციას გაერთიანებული სამეფოს თითქმის ყველა პროფესიული სექტორის წარმომადგენელი შუერთდა, მათ შორის, პენსიონერებიც და სტუდენტებიც, რადგან ახალი რეფორმები საზოგადოების თითქმის ყველა ფენას შეეხო. განსაკუთრებული აღშფოთება ბრიტანელთათვის საამაყო, უფასო ეროვნული ჯანმრთელობის მომსახურების (NHS) სისტემაში შეტანილმა ცვლილებებმა გამოიწვია.polic

მანიფესტაცია მთელი დღის განმავლობაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა, მაგრამ ეს განწყობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც დემონსტრაციას გამოეყო ახალგაზრდა ნიღბოსანთა ჯგუფი და ლონდონის ცნობილი ოქსფორდ სტრიტის (Oxford street) მიმართულებით დაიძრა. უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის ადმინისტრაცია ელოდა მოვლენების ამგვარ განვითარებას და საპასუხოდ 5000-ზე მეტი პოლიციელი იქნა გამოყვანილი ქალაქში წესრიგის დასაცავად, თუმცა მათ მაინც ვერ შეძლეს, თავიდან აეცილებინათ აქ განლაგებულ მაღაზიებზე, ბანკებსა და სხვა ბიზნესდაწესებულებებზე დაუნდობელი თავდასხმა. „ამბოხებულთა“ ჯგუფებმა დალეწეს ცნობილი სავაჭრო მაღაზიების მინები და საღებავებით შელახეს შენობათა ექსტერიერი. განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენეს HSBS-ის ყველასათვის ცნობილ ბანკს, სადაც დემონსტრანტთა ჯგუფი შენობაშიც კი შეიჭრა. „მე არ ვიცი, რა მოიმოქმედეს ახალგაზრდებმა ოქსფორდ სტრიტზე, მაგრამ თუ მართლა დაანგრიეს იქ ყველაფერი, მე მესმის მათი და ეს არ მაღელვებს“, – მითხრა 70 წლის პენსიონერმა ქალბატონმა ჯეინ ემერიმ, რომელიც ლონდონის ჰაიდ პარკში (Hyde park) პარალერულად გამართულ მიტინგს ესწრებოდა.

– არ მიგაჩნიათ, რომ ისინი ცდილობენ, ყურადღება გადაიტანონ ძირითადი პრობლემიდან?london-today

„არა, არ მიმაჩნია. მე 5 შვილიშვილი მყავს და მგონია, რომ ვერცერთი მათგანი ვერ ისწავლის უნივერსიტეტში, რადგან, ახალი კანონებით, სწავლა წელიწადში 12.000 ფუნტი სტერლინგი გახდა. რამდენს იცნობთ თქვენ დღეს ბრიტანეთში, ამ თანხის გადახდა რომ შეეძლოს? “ – გვითხრა აღელვებულმა.

მოგვიანებით ნიღბოსნები ლონდონის ცენტრისკენ სხვადასხვა მიმართულებით განაწილდნენ და ამჯერად იერიში მიიტანეს ბრიტანეთის მაღალი კლასის ფუფუნების სიმბოლოებად მიჩნეულ შენობებზე, რომელთა შორის აღმოჩნდა პიკადილზე (Picadilly) მდებარე განუმეორებელი სასტუმრო „Rits“ და სამეფო ოჯახისთვის საყვარელი სავაჭრო ცენტრი „ფორტნამ & მეისონი“ (Fortnum and Mason); ღამით კი ბრძოლის ველმა ტრაფალგარის მოედანზე (Trafalgar square) გადაინაცვლა, სადაც 15 წუთის განმავლობაში პოლიციას ნიშადურის სპირტით სავსე ბოთლებს უშენდნენ.

„ვანდალიზმზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება 500 კრიმინალს, რომელთაც საერთო არაფერი ჰქონიათ პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ აქციასთან, – განაცხადა ლონდონის პოლიციის ხელმძღვანელმა ბობ ბროდჰერსტმა. – ჩვენ არ გვყავს იმდენი პოლიციელი, რომ ლონდონის ყველა შენობა დავიცვათ“.juli

მისივე თქმით, 4 პოლიციელი დაშავდა, 214 მომიტინგე კი დაკავებულ იქნა კრიმინალური ზიანის მიყენებისა და სამოქალაქო წესრიგის დარღვევისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელები მანიფესტაციებს პროტესტის სუსტ ფორმად მიიჩნევენ, მათი აღნიშვნით, მსოფლიოში ამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მათ დაანახვა, რომ ადამიანთა ერთობასა და თანმიმდევრულ ქმედებას ძალუძს ისტორიის კურსის შეცვალა და იმედოვნებენ, არც თავად იქნებიან გამონაკლისი“.

საქინფორმის სპეციალური კორესპონდენტი ევროკავშირის ქვეყნებში ჯულიანა დიუმა

2011 წლის 26-28 მარტი, ლონდონი