უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი დამასკოში ბაშარ ასადს შეხვდა

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სირიაში ჩავიდა და სირიელ კოლეგას, ბაშარ ასადს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დამასკოს აეროპორტიდან პუტინი სირიაში რუსული ჯარების სამეთაურო პუნქტში გაემგზავრა, სადაც ბაშარ ასადთან ერთად რუსი და სირიელი სამხედროების მოხსენებებს გაეცნო, მოგვიანებით კი გაფართოებულ ფორმატში ორმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა.

ბოლოს პუტინი სირიაში 2017 წლის დეკემბერში იმყოფებოდა.

imedinews.ge