პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: თუ დღეს ქართველი ჯარისკაცები ავღანეთს არ დატოვებენ, ხვალ მათ ერაყში დააბრუნებენ ან ირანში გადაისვრიან

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. ”ახალი წლისა და შობის დღესასწაულების მიუხედავად, ჩემი ჩანაწერი ფეისბუქზე ირანსა და მის მოკავშირეებთან აშშ-ის კონფლიქტის შესაძლო შედეგებზე, გააზიარა ქსელის ასობით მომხმარებელმა, რომლებსაც ესმით შექმნილი სიტუაციის მთელი ტრაგიზმი. დღეს ხომ კაცობრიობა დაღუპვასთან ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე კარიბის კრიზისის დროს და ერთ-ერთი პირველი, ვინც შეიძლება სამუდამოდ გაქრეს უფსკრულში, საქართველო იქნება.

არაბული გაზაფხულისა“ და ისლამური სახელმწიფოსშემდეგ, ახალი ამერიკული მრავალ მილიარდ დოლარიანი პროექტის განხორციელების დრო დადგა, სადაც დეკორაციების როლს ახლო აღმოსავლეთი ასრულებს. ოღონდ, ჰოლივუდისგან განსხვავებით, აქ აფეთქებები და სისხლი ნამდვილია ...

როგორც ყოველთვის, წარმატების საწინდარი იყო სცენარი - წარმოუდგენლად პრიმიტიული და, შესაბამისად, სანდო და ადვილად შესრულებადი. სახელმწიფო მდივანი პომპეო, რომელიც მუშაობდა პრეზიდენტობის კანდიდატ ბაიდენზე, ზეწოლას ახდენდა ტრამპის ჰიპერტროფიულ თავმოყვარეობაზე და ბოლოსდაბოლოს დაიყოლია გენერალ სულეიმანის მოკვლაზე. „ჯანდაბას! - გაიფიქრა დიდმა შოუმენმა და შეთავსებით - აშშ-ის პრეზიდენტმა, - არჩევნები კარს მოგვადგა, მოდი გამაყრუებელი აკორდით დავიწყებ! თანაც, გავახარებ ისრაელს, პუტინი კი იბუზღუნებს და გაჩერდება, რადგან ნავთობის ფასები მოიმატებს და რუსეთი დიდძალ ფულს გამოიმუშავებს!”.

მაგრამ სულეიმანი ლადენი როდია, რომლის მკვლელობაც ობამას ხახვივით შერჩა! და ირანელებიარ არიან ქართველები, რომლებმაც სააკაშვილს თავიანთი შვილების სიკვდილი აპატიეს! ამიტომ გენერალისთვის, რომელიც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა და რომლისაც ძალიან ეშინოდა აშშ-ს, შურს აუცილებლად იძიებენ.

მთელ ამ სიტუაციაში,ყველაზე მეტად მაწუხებს ჩემი სამშობლოს ბედი, საქართველო არჩევანის წინაშე დგას - ომი თუ მშვიდობა, მაგრამ ვერ ვამჩნევ, რომ ხელისუფლება რაიმე პრევენციულ ზომებს იღებდეს. მაგალითად, ჩვენ დღემდე ვერ მოვისმინეთ თავდაცვის სამინისტროს განცხადებები ავღანეთიდან ქართული სამხედრო კონტინგენტის სრულგაყვანის შესახებ. ნუთუ ნათელი არ არის, რომ აშშ-მა, რომელმაც უკვე დაიწყსავარაუდო კონფლიქტის რეგიონში ჯარების გადასროლა, ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოითხოვოს საქართველოსგან, რომელიც პენტაგონთან სტრატეგიულპარტნიორობის ქარტიით არის დაკავშირებული, კვლავ გააგზავნოს თავისი სამხედრო მოსამსახურეები ერაყში?! ხოლო სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში - ირანში?! ნუთუ ძნელი მისახვედრია, რომ ავღანეთიც სამხედრო მოქმედებეში აუცილებლად იქნება ჩათრეული? ამიტომ, თუ საქართველო დღეს არ წაიყვანს თავის საუკეთესო ჯარისკაცებს სხვისი ომიდან, ისინი იქ სამუდამოდ დარჩებიან! და მერე საპარლამენტი არჩევნები ოხრად დაგრჩებათ - მაჟორიტარულიც და პროპორცულიც!

ასევე მაინტერესებს - რას გეგმავს საქართველოს მთავრობა ირანთან მიმართებაში, რომელიც საქართველოს მსხვილი ეკონომიკური პარტნიორია ექსპორტ-იმპორტის, ბიზნესისა და ინვესტიციების, ხოლო პერსპექტივაში - სატრანსპორტო და გაზის მაგისტრალების თვალსაზრისით? აქვს თუ არა მთავრობას გეგმა - რა უნდა მოიმოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ ხვალ აშშ საქართველოსგან მოითხოვს სოლიდარობას უკვე გამოცხადებულ ანტიირანულ სანქციებსა და ირანთან საჰაერო კომუნიკაციების შეწყვეტასთან მიმართებაში, როგორც ამერიკის წინააღმდეგ მეომარი მხარისა? ასევე მოითხოვს საქართველოში მცხოვრებ ირანელთა, როგორც პოტენციურ ჯაშუშთა და ტერორისტთა დეპორტაციას?

ირანის მხარეზე არიან რუსეთი და ჩინეთი - საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორები, თანაც ევროკავშირის ლიდერები - გერმანია და საფრანგეთი, შესაბამისად, ნატოც - სულაც არ იწვიან სურვილით იომონ აშშ-ს, უფრო სწორად, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის მხარეზე, რადგან, რაც მეტად ჩაეფლობა ტრამპი ომში, მით უფრო მაღალი აიწევს ბაიდენის შანსები აშშ-ის პრეზიდენტი გახდეს ა.წ. ოქტომბერში.

საქართველოს ხელისუფლება თუ კიდევაც გაბედავს უარი ხრას აშშ-ს თავისი ტერიტორიის ლოგისტიკურ დერეფნად დათმობაზე, შეიარაღებისა და ცოცხალი ძალის გადასასროლად სამხედრო ოპერაციების თეატრთან, ასევე, უარიტყვის 130 მილიონ დოლარიან ამერიკულ გრანტზე 2020 წელს შეიარაღებისთვის და არჩევანს გააკეთებს რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან ეკონომიკური თანამშრომლობის სასარგებლოდ, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს მილიარდობით დოლარით ავსებს, აშშ ისე, უბრალოდ, არსად წავა! ჩვენ არ დავტოვებთ ერაყს, სანამ ჩვენ მიერ აშენებულსამხედრო ბაზ საფასურს არ გადაგვიხდიან!”, - განაცხადა აშშ-მა ჯარების გაყვანის შესახებ ერაყის პარლამენტის მოთხოვნის საპასუხოდ. ჩვენ არ დავტოვებთ საქართველოს მანამ, სანამ არ გადავიხდიან 5 მილიარდ დოლარს, რომელიც სააკაშვილს გადავურიცხეთ სამხრეთ ოსეთთან ომის შემდეგ, სანამ ქართველები არ დააბრუნებენ მთელ ფულს, რომელიც ქართული ჯარის შეიარაღებასა და მომზადებაში, სამხედრო ობიექტების მშენებლობაში დავხარჯეთ!”, - განუცხადებს ვაშინგტონი ოფიციალურ თბილისს, - წინააღმდეგ შემთხვევაში გავანადგურებთ ყველა ქართულ კულტურულ ძეგლს, როგორც ამას ვაპირებთ ირანში და როგორ ეს მოიმოქმედა სირიაში ჩვენ მიერ შექმნილმა ისლამურმა სახელმწიფომ!”, - წერს თავის Facebook-გვერდზე საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.