საზოგადოება
საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ირანი ავღანეთში მშვიდობას ძირს უთხრის.
ეს განცხადება სახელმწიფო მდივანმა 7 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ირანმა უარი თქვა, გამხდარიყო რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობის კონსენსუსის მონაწილე. მეტიც, ის აქტიურად მუშაობს და თანამშრომლობს სხვადასხვა დაჯგუფებებთან, რითიც ავღანეთში მშვიდობას ძირს უთხრის“,- აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.