საზოგადოება
ნატო-ს ერაყიდან პერსონალის ნაწილი გაჰყავს

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. ნატო-ს ერაყიდან პერსონალის ნაწილი გაჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. როგორც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით მიიღეს.

საუბარია აუცილებელ ზომებზე, რათა ჩვენი ხალხი დაცული იყოს. ეს ითვალისწინებს პერსონალის ნაწილის ერაყის ტერიტორიიდან გაყვანას და მათ გადაადგილებას ქვეყნის სხვა ნაწილშიც“, – განაცხადა ალიანსის წარმომადგენელმა.