საზოგადოება
ქართულ-უკრაინული საქმიანი კლუბი თბილისში

radisson-iveriaსასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ქართულ-უკრაინული საქმიანი კლუბის პრეზენტაცია გაიმართა.

კლუბის დაფუძნების ინიციატორები იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“ და „BG capital“ არიან რამდენიმე ცნობილ ბიზნესორგანიზაციასთან ერთად.

კლუბის დაარსების ოფიციალური მხარდამჭერები არიან საქართველოში უკრაინის საელჩო, უკრაინაში საქართველოს საელჩო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ქართულ-უკრაინული საქმიანი კლუბის დაარსების მთავარი მიზანია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, ქართულ და უკრაინულ მოსახლეობას შორის მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბება და ამ ურთიერთობების გაღრმავებით დაინტერესებულთა გაერთიანება.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყნებს შორის ბოლოდროინდელი ურთიერთობების გათვალისწინებით, ამ კლუბის დაარსება ქვეყნებს შორის კულტურულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და, უბრალოდ, ადამიანურ ურთიერთობებში დიდ როლს შეასრულებს“, – განაცხადა ქართულ-უკრაინული საქმიანი კლუბის საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის, ასევე, საქართველოში მოქმედი სავაჭრო და ბიზნესპალატის წარმომადგენლები.