პუბლიკაციები
“კარდინალი ჯაღმაიძე”? ყოფილი კრიმინალი-ყაჩაღი,რომელიც რუსეთშია ნასამართლევი“-სანდრო ბრეგაძე

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში საპატრიარქოს პრესამსახურის უფროს ანდრია ჯაღმაიძეზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს:

კარდინალ ჯაღმაიძის” რკინის ხელი —- საპატრიარქოში ყველა გადაწყვეტილებას იღებს “კარდინალი ჯაღმაიძე” და შორენა! პატრიარქს საქმის კურსშიდაც არ აყენებენ (ამის არაერთი მაგალითი ვიცი)! ისმის კითხვა-ვინ არის ასეთი “კარდინალი ჯაღმაიძე”? ყოფილი კრიმინალი-ყაჩაღი,რომელიც რუსეთშია ნასამართლევი,რუსული სპეცსამსახურები უნახავენ ამ საიდუმლოს და არერთი მოთხოვნის მიუხედავად არ იძლევიან ცნობას მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ლენინგრადში ჩადენილ ყაჩაღობებზე! კარდინალი დაჭერილი ყავთ ყურებით მისი კრიმინალური წარსულის კომპრომატებით და არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ნების უტყვი შემსრულებელი! “კარდინალ ჯაღმაიძის” და მისი კრიმინალი სამეგობროს მიერ დატერორებულია სასულიერო პირები, დაშინებულია საპატრიარქო! ეს არის ხალხი, რომლებიც წავლენ მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე და ყველანაირ დანაშაულზე! “კარდინალ ჯაღმაიძის” უმთავრესი მისიაა – დაშალოს, დაყოს, დაანგრიოს ეკლესია და ეს კრიმინალი-ყაჩაღი არის ყოველივე უკეთურობის სათავე! აღარ ვსაუბრობ იმ გარყვნილებაზე, რასაც “კარდინალი” და მისი გარემოცვა ჩადის! პირდაპირ შეიძლება ითქვას,რომ უფალს დევნიან ეკლესიიდან და ეკლესიას ავაზაკი-ბარაბა ეპატრონება!“,- აცხადებს სანდრო ბრეგაძე.