საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. ირანმა გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე პასუხის 13 ვარიანტი შეიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სააგენტო „ფარსი“ ავრცელებს. როგორც ირანის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალი შამხანიმ განაცხადა, „ამ ვარიანტებიდან ყველზე მსუბუქიც კი აშშ-ისთვის შესაძლოა, ისტორიულ კოშმარად იქცეს“.
მისივე თქმით, „ამერიკელებმა იციან, რომ ისინი ირანის პასუხის წინაშე მოწყვლადები არიან. აშშ-ის ძალებს საკუთარი ნებით თუ არ სურთ რეგიონის დატოვება, მაშინ ჩვენ მათ ამას ვაიძულებთ“, – განაცხადა ირანის უშიშროების საბჭოს მდივანმა.
ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობების მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ელიტური ქვედანაყოფის „ალ-ქუდსის“ მეთაურის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია მოხდა. ირანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს პასუხის გასცემს.
1tv.ge