პოლიტიკა
ვგმობთ ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე ბოლოდროინდელ თავდასხმას - დავით ზალკალიანი

 საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბაღდადში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

შეშფოთებულნი ვართ ერაყში ესკალაციითა და ძალადობით. ვგმობთ ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე ბოლოდროინდელ თავდასხმას. დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება და დაცვა ვენის კონვენციის შესაბამისად უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, – წერს ზალკალიანი.

ბაღდადში მდებარე აშშ-ის დიპლომატიური კორპუსი, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაარბიეს. ერაყელი მებრძოლები და მოქალაქეები პენტაგონის მიერ განხორციელებულმა ავიაიერიშმა განარისხა, რომლის შედეგადაც შიიტური დაჯგუფება „ქათაიბ ჰეზბოლას“ 25 მებრძოლის ლიკვიდაცია განხორციელდა. ირანის მხარდაჭერით მოსარგებლე სწორედ ამ დაჯგუფებას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა კირკუკში განხორციელებულ თავდასხმაზე, რასაც ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა.