პოლიტიკა
დაე, მშობლები ჯანმრთელი იყვნენ და ყოველთვის იგრძნონ თქვენი ყურადღება, ხოლო თითოეულმა ბავშვმა იცოდეს, რომ ის ყველაზე საყვარელია! - პუტინის საახალწლო მიმართვა (ვიდეო)

 საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთი მოქალაქეებისადმი საახალწლო ტელემიმართვაში ყველას უსურვა მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ურთიერთგაგება და მოუთხრო, თუ რაში მდგომარეობს საახალწლო დღესასწაულის ჯადოსნობა (ვიდეო იხ. აქ). პრეზიდენტმა ისურვა, რომ ურთიერთგაგების ბედნიერება ყველა სახლში სამუდამოდ დამკვიდრდეს, დაეხმაროს ყველა სირთულის გადალახვაში და თაობები გააერთიანოს.

დაე, მშობლები ჯანმრთელი იყვნენ და ყოველთვის იგრძნონ თქვენი ყურადღება, ხოლო ყველა ბავშვმა იცოდეს, რომ ის ყველაზე საყვარელი“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

საახალწლოდ ყოველთვის ბევრი საქმეა, მაგრამ უმთავრესი ადამიანური ურთიერთობების სითბო და მეგობრობაა. ყველააერთიანებსიკეთისა და ზრუნვის ატმოსფერო. ჩვენ ვცდილობთ, გავაკეთოთ რაღაც მნიშვნელოვანი, სასარგებლო სხვებისთვის, დავეხმაროთ მათ, ვისაც ჩვენი მხარში ამოდგომა სჭირდება, გავახაროთ საჩუქრებითა და ყურადღებით. ასეთ გულწრფელ იმპულსებში, აზრების სისუფთავეში, უანგარო გულუხვობაში ვლინდება სწორედ საახალწლო დღესასწაულის ნამდვილი ჯადოსნობა. იგი ავლენს საუკეთესო თვისებებს ადამიანებში, გარდაქმნის სამყაროს, ავსებს მას სიხარულითდა ღიმილით”, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

ბავშვობიდან ახალი წლის ნათელი გრძნობები ცხოვრობჩვენში, ისინი ყოველ ახალ წელს ბრუნდება. ჩვენ ვეხვევით საყვარელ ადამიანებს, ჩვენს მშობლებს, ვამზადებავშვებისა და შვილიშვილებისთვის სიურპრიზებს, მათთან ერთად ვამკობთ ნაძვის ხეს, ვიღებთ მუყაოს ყუთიდან ფიგურებს, ბურთებსა და მინის გირლიანდებს. ეს ზოგჯერ ძველი, მაგრამ საყვარელი საოჯახო სათამაშოები თავის სითბოს ჩუქნის უკვე უმცროს თაობებს, - დარწმუნებულია იგი.

ეს ფასეულობები ჩვენ გადმოგვცაგამარჯვებულთა გმირულმა, დრეკმა თაობამ”,- ამ სიტყვებით, რუსეთის პრეზიდენტმა ცალკე მიულოცა ფრონტის მებრძოლებსა და ზურგის ფრონტის მუშებს, უფროსი თაობის ხალხს, ყველას, ვინც გაიარა ყველაზე რთული განსაცდელი ჩვენთვის და ჩვენი სამშობლოს მომავლისთვის. ქედს ვიხრით თქვენ წინაშე!”, აღნიშნა, კერძოდ, ვლადიმერ პუტინმა.