უცხოეთი
ერაყში ასობით დემონსტრანტი აშშ-ს საელჩოში შეჭრას შეეცადა

 საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. ერაყში ასობით დემონსტრანტი შეეცადა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე შეჭრილიყო. „ძირს აშშ“ შეძახილებით მომიტინგეებმა შენობას წყლის ბოთლები დაუშინეს და უსაფრთხოების კამერები დააზიანეს.

ინციდენტი აშშ-ის მიერ „ქათაებ ჰესბოლას“ ბაზაზე განხორციელებული დატყმის საპასუხოდ მოხდა, რომლის შედეგადაც პრო-ირანულ პოზიციებზე 25 მებრძოლი დაიღუპა.

მომიტინგეები შემდეგ სიტყვებს სკანდირებდნენ: „სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“. მათ შენობის კედლებზე „ქათაებ ჰესბოლას“ დროშები გამოფინეს.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-მა ერაყსა და სირიაში პროირანულ პოზიციებზე საჰაერო დატყმები განახორციელა. იქამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თუ ამერიკელებს და მის მოკავშირეებს კიდევ მიადგებოდათ ზიანი, „აშშ გადამწყვეტ საპასუხო ზომებს მიიღებდა“.

interpressnews.ge