უცხოეთი
რუსეთმა და უკრაინამ გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

 საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. რუსეთმა და უკრაინამ გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. რუსეთისა და უკრაინის გაზის კომპანიებმა რუსული გაზის უკრაინის გავლით ევროპაში ექსპორტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ მხარეებმა განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ახალი ხუთწლიანი შეთანხმება ძალაში 31 დეკემბერს შევა.

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, „გაზპრომთან“ გაფორმებული ახალი ხელშეკრულების თანახმად, უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტისგან 2024 წლამდე 7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ თანხას მიიღებს.

„ეს შეთანხმება ნიშნავს ენერო უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას უკრაინელებისთვის,”- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში.“

კომენტარი გააკეთა „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმაც და განაცხადა, რომ ახალი შეთანხმება ძალაში 31 დეკემბრიდან შევა.

„ვენაში გამართული ხუთდღიანი უწყვეტი მოლაპარაკებების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია და შეთანხმება მიღწეულია,“- ნათქვამია მილერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი გაზის 40 პროცენტის ექსპორტს ევროპულ ბაზრებზე უკრაინის გავლით ახორციელებს.

interpressnews.ge