საზოგადოება
ბიბილოვმა ყველაფერი თავისი ნებით გადაწყვიტა, არანაირი რუსული ზეწოლა და იძულება მას არ ჰქონია! – Гулбаат Рцхиладзе

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. ევრაზიის ინსტიტუტის და”საქართველოს უკვდავი პოლკის” ხელმძღვანელი, ცნობილი ქართველი პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე თავის Facebook გვერდზე წერს:

“წეღან ჩემი და ჩემი კატის ღვაწლზე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში, რა თქმა უნდა, ვიხუმრე. მაგრამ, როგორც ჩანს, აქ ხალხი სერიოზულადაა ავად და ყველაფრის სჯერათ. მათ შორის, საკუთარი ტყუილების. მე ახლა დავწერ სრულ სიმართლეს, თუმცა არც არავის ვუმტკიცებ რამეს და არც ვინმეს წინაშე თავს წარმოვაჩენ. დაე იყოს ეს რამდენიმე სტრიქონი ჩემი "ფრენდებისთვის".

შოთა აფხაიძემ, რომელიც მოსკოვშია, შესაძლოა, სერიოზული ბიძგი მისცა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების თემის გაღრმავებას. მას ეს არც ახსოვს, ახლა ვუწერ ღიად. ვინაიდან არავის არაფერს ვუმტკიცებ, არც გვარს ვიტყვი და არც მინიშნებით რამეს. მაგრამ სიმართლე ეს იყო: შოთამ გაიცნო და დამეგობრდა ერთ სამხედრო კაცთან, რომელიც საკმაოდ გავლენიანია და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სიტყვა ეთქმის. რაც მთავარია, პირადად იცნობს და მეგობრობს ანატოლი ბიბილოვთან. ამ კაცთან მესენჯერში მეც მქონდა საუბარი, სამივე ვსაუბრობდით და სიტყვას მოვაყოლე, ექიმი გაფრინდაშვილი ცხინვალშია ტყვედ და ასე შემდეგ-მეთქი. ეს კაცი გაოცდა (საქართველოსთან არანაირი შეხება არ აქვს!), როგორ შეიძლება, ექიმის დაკავებაო. მე ავუხსენი, როგორც და რატომაც შეიძლება. მკითხა, სხვა რამე ხომ არ დაუშავებიაო. ვუპასუხე - არა. მაშინ, მე ხვალ დავურეკავ პრეზიდენტსო.

ამის მერე არ მომიკითხავს და შოთასაც არ გახსენებია, მაგრამ დღეს, როცა ყველა "ვაჟა ექიმოს" გათავისუფლებას თავის თავზე იბრალებს, ეს ფაქტი ამოტივტივდა მეხსიერებაში. რა თქმა უნდა, ბატონ ბიბილოვს უფრო არ დაავიწყდებოდა ეს საუბარი. მაგრამ ყველაფერი თავისი ნებით გადაწყვიტა, ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რომ გაიგოთ! არანაირი რუსული ზეწოლა და იძულება მას არ ჰქონია. აქვე, უკვე ითქვა, ვლადიკავკაზელი ქართველის, მდივნიშვილის მიერ, რომ მოჭიდავეები ჩაერთვნენ და თხოვეს ანატოლი ბიბილოვს, შეწყალებაზე მოეწერა ხელი. შესაბამისი ბმული ქვემოთ დევს. ეს ორი ფაქტორია ყველაზე მნიშვნელოვანი და არა დაუსაბუთებელი ყაყანი.

უმთავრესი კი ყოველთვის ღვთის ნებაა და ნურავინ შეეცდებით, თავი უფალს გაუტოლოთ! ღმერთმა გადაარჩინა გაფრინდაშვილი და დაუბრუნა ოჯახს!

ამინ!”