რელიგია
ხილულ ტაძრებს რომ ვაშენებთ, უნდა ვიფიქროთ, როგორი ტაძარი ავაშენეთ სულში - ილია მეორე

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას, წმინდა ანგია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს მრევლს მისი სიტყვები გაახსენა.

ილია მეორეს თქმით, წმინდა ანგია უკანასკნელი წინასწარმეტყველი იყო, რომელიც ხალხს მიმართავდა: „თქვენ იშენებთ სასახლეებს და ვერ აგიშენებიათ ტაძარი ღვთისაო“.

ილია მეორეს განცხადებით, ყველა ადამიანმა სულიერი ტაძრის მშენებლობაზე უნდა იფიქროს.

ჩვენთან არს ღმერთი. დღეს არის ხსენება წმინდისა წინასწარმეტყველისა ანგიასი. წმინდა ანგია უკანასკნელი წინასწარმეტყველია. ის მიმართავდა ებრაელ ხალხს, ისრაელ ხალხს, რომ თქვენ იშენებთ სასახლეებსო და ვერ აგიშენებიათ ტაძარი ღვთისაო. ჩვენ რომ ვაშენებდით ამ წმინდა სამების ტაძარს, შევქმენით ხატები წმინდისა ანგიასი და საოცრად დაგვეხმარა, საოცარი ტაძრები აშენდა საქართველოში. ჩვენ ვმადლობთ უფალს, წმინდა ანგიას რომ შეგვეწია. უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენ სულიერ ტაძარზე, რომ ვაშენებთ ხილულ ტაძრებს, უნდა ვიფიქროთ, როგორი ტაძარი ავაშენეთ სულში. უნდა ვიფიქროთ, აღმა ვეშვებით თუ დაბლა. ღმერთი გვეხმარება და ავდივართ მაღლა. შეგეწიოთ წმინდა ანგია წინასწარმეტყველი და დაგვეხმაროს სულიერი ტაძრის მშენებლობაში“,- განაცხადა ილია მეორემ.