აქტუალური
ვაჟა გაფრინდაშვილი მთელმა ერმა გამოიხსნა და ნურავინ დაიბრალებს - მეუფე იაკობი

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. მადლიერი ვარ საქართველოს ხელისუფლების, ვულოცავ მთავრობას, რაც შეეძლო ყველაფერს აკეთებდა ვაჟას გათავისუფლებისთვის, განსაკუთრებით ვულოცავ მოჭიდავეებს, – განაცხადა საკვირაო ქადაგებისა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.

ქადაგების დროს მეუფემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც მცდელობა არ დაუკლია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის.​ მეუფემ ე.წ. სამხრეთ ოსეთის გადაწყვეტილებას ღირსეული საქციელი უწოდა.

მისივე თქმით, მიუღებელია ცალკეული პირების განცხადებები იმის შესახებ, რომ გაფრინდაშვილის გათავისუფლება მათი დამსახურებაა, რადგან ეს არის ყველას გამარჯვება.

გუშინ მეღიმებოდა, ყველა იმას ამბობდა, მე გავათავისუფლე, მე გავათავისუფლეო. მთელმა საქართველომ გაათავისუფლა, მთელმა მსოფლიომ გაათავისუფლა. ევროპა, ამერიკა და აზიის ქვეყნები ჩვენთან იყვნენ. წინა ქადაგებაზე ვთქვი და მოვუწოდე, რომ მე გამიხარდებოდა ოსებმა ვაჟა რომ გაუშვან-მეთქი, მოვუწოდეთ და ჩვენი შეისმინეს. მე მეგობარი არ მიმიტოვებია და ისედაც გამოვიხსნიდით, მთელმა ერმა გამოიხსნა და ნურავინ დაიბრალებს.

ჩვენ მოჭიდავეებს განსაკუთრებული მადლობა და ოს მოჭიდავეებს, იცის ახლა ვისზეც ვამბობ, თვითონ ბიბილოვმაც იცის ვისზეც ვამბობ. ყველაფრის თქმა არ შემიძლია მიკროფონებთან. პირველად ვაჟას მისი კოლეგა დაუდგა მხარში. ისიც ვიცოდი, როდის გამოუშვებდნენ.

არეული დროა, თორემ როგორ შეუძლია ვიღაცას თუ თავში გაუელვებს, სპეციალურად გადასულიყო და რამე სპეციალურად მოეწყო. როდესაც ოსების გადასაწყვეტი გახდა ვაჟა გამოეშვათ თუ არა, ეს ღირსეული საქციელი უნდა აღვნიშნოთ, აღარ შეუშალეს რუსებმა ხელი და ოსებმა გამოუშვეს. გავუფრთხილდეთ ერთად საქართველოს“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.