უცხოეთი
უკრაინის მთავრობა და პრორუსი სეპარატისტები პატიმრებს ცვლიან

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის მთავრობამ და პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში, პატიმრების გაცვლა დაიწყეს. საქმე ეხება ყველა პატიმარს, რომელიც 5-წლიანი კონფლიქტის პირობებში სახლში დაბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და უუკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეკემბერში მიაღწიეს.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულ მხარეს 55 კაცს გაადსცემენ, თუმცა უკრაინის ობმუდსმენმა, ლიუდმილა დენისოვამ უკრაინელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიევი პატიმართა გაცვლის პროცესში 80 კაცის გადაცემას ელის.

თავის მხრივ, კიევი მზად არის, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული და ბრალდებული 87 პირი გაათავისუფლოს.

ამასთან, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფი რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის პირობაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ჯგუფში რუსეთის წარმომადგენელმა ბორის გრიზლოვმა 23 დეკემბერს განაცხადა.

რუსეთმა და უკრაინამ პატიმრები 7 სექტემბერს გაცვალეს. ამ ფაქტს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა. პრეზიდენტის შეფასებით, ეს არის პირველი ნაბიჯი დონბასის რეგიონში „საშინელი ომის“ დასრულებისკენ

imedinews.ge