საზოგადოება
საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8694 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8694 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8746 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0052 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1810 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.1888 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0078 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.