საზოგადოება
თავდაპირველად მინისტრი აქციის მონაწილეებთან არ ჩავიდა, რის გამოც აქციის ორგანიზატორმა დავით ფაცაციამ სხვა მონაწილეებთან ერთად სამინისტროს შენობაში შესვლა სცადა. ამ ფაქტის შემდეგ სუბელიანიც გამოჩნდა.
დევნილებმა მინისტრს პირდაპირ მოსთხოვეს თანამდებობის დატოვება და განმარტება იმისა, თუ რა გზებით და რატომ მიიღო გასულ წელს თითქმის 100 ათასი ლარი პრემიისა და ხელფასის სახით.
სუბელიანმა დაადასტურა, რომ აღნიშნული თანხა გასულ წელს მართლაც მიიღო. გადადგომის მოთხოვნას კი ასე უპასუხა: „რა გინდათ ჩემგან, გაიგოთ... რა გინდათ, რომ გავაკეთო – გადავდგე, თუ დევნილთა პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდეს?“.
ამასთან, დევნილებმა მინისტრს ფაშისტი უწოდეს და აღნიშნეს, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მათ ხარჯზე ცხოვრობს.