სამართალი
თბილისში ტელევიზიების მხარდამჭერი აქციები გაიმართა

 საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. ახალგაზრდული მოძრაობა „შეცვალეს" აქტივისტები თბილისში საპროტესტო აქციას მართავენ და საგადასახადო დავალიანების გამო პოპულარული ქართული ტელეკომპანიების ანგარიშებიდან თანხების ჩამოჭრას აპროტესტებენ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სამ ტელევიზიას – Kavkasia, TV Pirveli და Rustavi 2-ს ინკასო დაადო. პირველი ორი ხელისუფლებისადმი კრიტიკით გამოირჩევა, Rustavi 2 კი, რომელმაც წელს მფლობელი შეიცვალა, ფრთხილ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს.

კავკასიას", „ტვ პირველს" და „რუსთავი 2"-საც მიადგნენ. მიგვაჩნია, რომ ახლა საშიში პერიოდია და ძალზე მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია, რათა ქვეყანაში თავისუფალი მედია შენარჩუნდეს. ამის გარეშე ჩვენ ევროპულ ოჯახში ადგილი არ გვექნება. ყველამ, როგორც ერთმა, ამ კომპანიებს უნდა დავუჭიროთ მხარი", – განაცხადა „კავკასიის" შენობასთან ერთ-ერთმა აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.

ჩვენ სოლიდარობის გამოსახატად მივედით... ხელისუფლებამ დაადო ინკასო და ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რათა ამ ქვეყანაში შეიზღუდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. მაგრამ მათ ერთხელ უკვე დაინახეს, რომ „რუსთავი 2"-ის დახურვით მიიღეს კიდევ უფრო ხისტი იარაღი. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არ დაიკარგოს თავისუფალი სიტყვა", – განაცხადა მოძრაობა "შეცვალეს" წევრმა ნიკა ნოზაძემ.

აქციის მონაწილეები „კავკასიის" შენობიდან „TV პირველისკენ" გაემართნენ.

მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2" ყოფილ მფლობელს დაუბრუნდა, საქართველოში გაჩნდა ორი ახალი კრიტიკული ტელევიზია – „მთავარი არხი", რომელიც დააფუძნა „რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენდირექტორმა და „ფორმულა". „რუსთავი 2"-დან ბევრი ჟურნალისტი სწორედ ამ ტელევიზიებში გადავიდა.