აქტუალური
ზუგდიდში ხანძარმა 6 ჰექტრამდე თხილისა და ხურმის პლანტაცია გაანადგურა

 საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. ზუგდიდში, ნაწულუკუს უბანში ხანძრის შედეგად 6 ჰექტრამდე თხილისა და ხურმის პლანტაცია დაიწვა. ადგილობრივი მცხოვრების განცხადებით, ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა, ძლიერი ქარის შედეგად კი, ახლომდებარე პლანტაციასაც მოედო და სრულად დაიწვა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების ორი ბრიგადა მონაწილეობდა. მერის მოადგილის განცხადებით, მიყენებული ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაითვლის და დაზარალებული მოქალაქისთვის კომპენსაციის გადახდა ამის შემდეგ მოხდება. ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია.

პარალელურად ხანძრის აქტიური კერები კვლავ რჩება მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავას მოსაზღვრე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოფელ ლეკუხონის ტყეში.