უცხოეთი
ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთს ბელარუსის შემადგენლობაში შესვლას სთავაზობს

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთს ბელარუსის შემადგენლობაში შესვლა შესთავაზა.

„ძალიან მარტივი ვარიანტია, რომელსაც რუსეთშიც და ბელარუსშიც მიიღებენ. თქვენ შემოგვიერთდებით ბელარუსში. რა, წინააღმდეგი იქნებიან რუსები? არა. ბელარუსები, ისინი ვინც ახლა ასე გაბრაზებულები არიან? - არა“,- განაცხადა ხუმრობით ლუკაშენკომ „ეხო მასკვის“ ეთერში.

„თქვენ ზოგიერთები, რომლებიც გვეპატიჟებით რუსეთის შემადგენლობაში, რატომ არ განიხილავთ ამ ვარიანტს?“, - დასძინა პრეზიდენტმა.

იქამდე, ბელარუსის ლიდერმა განაცხადა, რომ მოსკოვი მინსკზე ზეწოლას ახორციელებს.

შეგახსენებთ, მედია აქტიურად წერს ბელარუსისა და რუსეთის ე.წ. ინტეგრაციის შესახებ, რომლის შედეგადაც ორ ქვეყანას ერთიანი პარლამენტი და მთავრობა ეყოლობა, თუმცა მინსკში ამ განცხადებებს დეზინფორმაციად აფასებენ.

interpressnews.ge