საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. ალოდინო მოძმე თურქეთი, რომ მიიღოს ევროკავშირის წევრობა, არის დიდი უსამართლობა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი თურქეთს თავის რიგებში იმიტომ არ იღებს, რომ ეს უკანასკნელი მუსულმანური ქვეყანაა.
„ბევრი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თურქეთმა ევროკავშირთან ხელშეკრულება გააფორმა, მაგრამ ამას რა მოჰყვა? რა თქმა უნდა, არაფერი. ეს დიდი უსამართლობაა... ბევრი ყოფილი საბჭოთა ქვეყანა გახდა ბლოკის წევრი, ისინი არც მეტად განვითარებულნი იყვნენ და არც მომზადებულნი. რატომ არ იღებენ თურქეთს? პასუხი აშკარაა. იმიტომ, რომ თურქეთი მუსულმანური ქვეყანაა“, - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პირველი პირის თქმით, ევროკავშირი თავის რიგებში არც აზერბაიჯანს მიიღებს და ამიტომ მას არ სურს ამ მიმართულებით რაიმე ნაბიჯები გადადგას.
„ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯები, რომ მოგვეხდინა ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩვენ ვართ ეუთოს წევრი ქვეყანა, ასევე ევროსაბჭოსი. ეს ერთგვარი ევროინტეგრაციაა“, - განაცხადა ალიევმა.