სამართალი
სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით VI საარტილერიო ბრიგადის შტაბის „S-3“-ის უფროსი დააკავა

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის VI საარტილერიო ბრიგადის შტაბის „S-3“-ის უფროსი ს.ბ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ს.ბ.-საქართველოს მოქალაქეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დაწყების, ფიზიკურ მომზადებაში ნორმატივის ჩაბარების და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო მისიით მონაწილეობის მისაღებად გამგზავრების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 2 500 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 1 000 აშშ დოლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.) გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, – აცხადებენ სუს-ში.