საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ადამიანის თავისუფლების ინდექსის (HFI) ანგარიშში, საქართველო 41-ე ადგილს იკავებს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
ანგარიშის მიხედვით, ადამიანის თავისუფლების ინდექსში პირველ ადგილს ახალი ზელანდია იკავებს. შემდეგი ცხრა ადგილი ათეულში შემდეგნაირად განაწილდა - შვეიცარია, ჰონგ კონგი, კანადა, ავსტრალია, დანია და ლუქსემბურგი, ფინეთი და გერმანია, ირლანდია.
საქართველოს მეზობელი ქვეყნების ადგილი ინდექსში შემდეგნაირია: სომხეთი - 54, აზერბაიჯანი - 121, თურქეთი - 122, რუსეთი - 114.
ანგარიში 2017 წლის მონაცემებს მოიცავს და მასში ასახულია 162 ქვეყნის მდგომარეობა.
შეფასების შკალა 10-ქულიანია, 0-დან 10-ქულამდე. 10 ქულა ნიშნავს უმაღლეს დადებით მაჩვენებელს.
ადამიანის თავისუფლების ინდექსი (HFI) წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების ფართო საზომს. მეხუთე ყოველწლიური ინდექსი იყენებს პიროვნული და ეკონომიკური თავისუფლების 76 მკაფიო ინდიკატორს შემდეგ სფეროებში:
კანონის უზენაესობა
თავდაცვა და უსაფრთხოება
გადაადგილება
რელიგია
სამოქალაქო საზოგადოება
გამოხატვა და ინფორმაცია
იდენტობა და ურთიერთბები
მთავრობის ზომა
საკუთრების უფლებია და სამართლებრივი სისტემა
საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება
სესხების, შრომისა და ბიზნესის რეგულაციები.