აქტუალური
დაფუძნდა ახალი პარტია „ლელო საქართველოსთვის“

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დაფუძნდა. პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი კი ბადრი ჯაფარიძე იქნება.

პარტიის დამფუძნებლები ასევე არიან „შენების მოძრაობისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ წევრები. პარტია „ახალი მემარჯვენეები” არსებობას წყვეტს და მისი ლიდერები ახალ პოლიტიკურ პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“ წევრიანდებიან.

ახალი პარტიის წევრები ამბობენ, რომ პოლიტიკური ბლოკების წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა ერთი პარტიის ქვეშ გაერთიანება ნიშნავს, იმას რომ გაერთიანება იდეის გარშემო დროებითი არ არის.

როგორც „ლელო საქართველოსთვის“ წევრები ამბობენ, მათი მიზანი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და მთავრობის დაკომპლექტება იქნება.

„ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა.