უცხოეთი
რეჯეფ ტაიფ ერდოღანი - 80 000 მიგრანტი თურქეთის საზღვრებისკენ მოემართება, ჩვენ ამხელა ტვირთს ვეღარ გავუმკლავდებით

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. იდლიბის პროვინციიდან თურქეთის საზღვრებისკენ 80 000-ზე მეტი მიგრანტი მოემართება, -ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, ამხელა ტალღას თურქეთი ვეღარ გაუმკლავდება.

„თურქეთი მარტო ვეღარ გაუმკლავდება მიგრაციის ამხელა ტვირთს. ამ ზეწოლის ნეგატიურ ეფექტებს ყველა ევროპული ქვეყანა იგრძნობს, განსაკუთრებით საბერძნეთი“,- განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თურქეთი, რუსეთთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ იდლიბის დაბომბვები შეწყდეს და ამ მიზნით, თურქული დელეგაცია მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის გაემართება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გაერო-მ განაცხადა, რომ რუსეთის მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო ძალების ინტენსიური საჰაერო დატყმების შედეგად, ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე იდლიბის პროვინციას ტოვებდა და ცდილობდა თავი თურქეთისთვის შეეფარებინა.

ცნობისთვის, იდლიბში, საომარი მოქმედებების დაწყებამდე დაახლოებით 2.4 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ამჟამად, მათი უმეტესობა ლტოლვილია.

interpressnews.ge