საზოგადოება
საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
როგორც მან განაცხადა, შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციასთან, რუსული კულტურის ცენტრი არ გახსნილა.
„ჩვენი ინფორმაციით არანაირი კულტურის ცენტრი არ გახსნილა. შეგიძლიათ გადამოწმოთ შვეიცარიის საელჩოში“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის სექციაში რუსული კულტურის ცენტრი გახსნის შესახებ ინფორმაციას „სოვა ნიუსი“ ავრცელებს.