უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინიდან გაზის ტრანზიტის გაგრძელებას გეგმავს და კიევს გაზის 20-25 პროცენტიანი ფასდაკლებით შესყიდვას სთავაზობს

 საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის უკრაინიდან გაზის ტრანზიტის გაგრძელებას გეგმავს და კიევს გაზის 20-25 პროცენტიანი ფასდაკლებით შესყიდვას სთავაზობს. ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„მიუხედავად ახალი ინფრასტრუქტურების გაჩენისა, როგორიცაა „ჩრდილოეთის ნაკადი 1“, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, „თურქული ნაკადი“, შევინარჩუნებთ ტრანზიტს უკრაინის გავლით. საუბარია ამ ტრანზიტის მოცულობასა და დროზე, როდის შეიძლება, გაფორმდეს კონტრაქტი“ ,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან ამ საკითხზე შეთანხმებას მიაღწევს.

„ვფიქრობ, ჩვენ შევთანხმდებით. სხვათაშორის, ჩვენ უკვე ამ შეთანხმების გზაზე ვართ. მივისწრაფვით, რომ ორივე მხარე იყოს კმაყოფილი“ ,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

1tv.ge