სამართალი
სოლიდარობის აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

 საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც გარდაცვლილი მოზარდის მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობდა, მცირე ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათ სამართალდამცველები ფოტოს უღებდნენ, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. შეხლა-შემოხლა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავება სცადა.