უცხოეთი
რუსეთის გენშტაბში მიიჩნევენ, რომ ნატო ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის ემზადება

 საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის გენშტაბში მიიჩნევენ, რომ ნატო ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის ემზადება. ამის შესახებ განცხადება რუსეთის გენშტაბის მეთაურმა, ვალერი გერასიმოვმა გააკეთა. მისი თქმით, „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ სამხედრო სწავლებების გააქტიურება მიუთითებს, რომ ნატო ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის ემზადება“.

„ბალტიისპირეთსა და პოლონეთში, ასევე შავი და ბალტიის ზღვების აკვატორიაში სამხედრო აქტიურობის გაზრდა, სამხედრო სწავლებების ინტენსიურობის ზრდა მიუთითებს, რომ ნატო მიზანმიმართულად ემზადება საკუთარი სამხედრო ძალების ფართომასშტაბიან კონფლიქტში ჩართვისთვის“, – განაცხადა გერასიმოვმა.

მისივე თქმით, ნატო ანვითარებს თეზისს, რომლის მიხედვითაც „რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ, მშვიდობას ემუქრება“.

1tv.ge