სამართალი
თბილისის საკრებულოში ინციდენტისას პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. დედაქალაქის საკრებულოში ინციდენტის დროს პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.

შსს-ს პრესსამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

გუშინ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის სამუშაო კაბინეტში მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისები, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიკრიბნენ. ისინი მოითხოვდნენ, რომ საკრებულოს დეპუტატს მანდატი დაეტოვებინა. აქციის მონაწილეებს საკრებულოს დეპუტატის კაბინეტი სამართალდამცველებმა დაატოვებინეს.

მოძრაობა „შეცვალე“ თბილისის საკრებულოს წევრ ერეკლე კუხიანიძის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებს, სადაც ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.