საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს უშუალო მონდომებით კი, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს აღიარა.