პოლიტიკა
რუსეთი საქართველოში არც ერთ პარტიაზე არ დებს ფსონს - მარია ზახაროვა

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთი მზადაა განავითაროს ურთიერთობები საქართველოს იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ამით დაინტერესებული არიან, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ვიდეოხიდის მიმდინარეობისას.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის ომის შემდეგ გაწყდა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.

მოსკოვში მოლაპარაკებებზე საკუთარი ინიციატივით პერიოდულად ჩადიან ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები და ასევე პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე — პარტია „ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი.

ჩვენ არც ერთ ქვეყანაში არ გვყავს ოპოზიციის ისეთი ნაწილი, რომელსაც მივესალმებით ან არ მივესალმებით. ოპოზიციურ ძალებს ემხრობა იმ ქვეყნის მოსახლეობა, რომელთა ინტერესებსაც ისინი წარმოადგენენ. ჩვენ არ ვდებთ ფსონებს და არ ვართ დაკავებული რაიმე ზემოქმედებით შიდა სიტუაციაზე. ჩვენ მზად ვართ განვავითაროთ ურთიერთობები იმ ძალებთან ქვეყანაში, რომლებიც ამ ურთიერთობებით დაინტერესებული არიან“, — განაცხადა ზახაროვამ.

რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ეს ნორმალური პრაქტიკაა და არა ჩარევა ან ლობიზმი.

თუ ხალხში არსებობს იმის გაგება, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოსთან ურთიერთობების განვითარებით მათი სამშობლო მოიგებს ეკონომიკის, უსაფრთხოების, რაიმე სახის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების კუთხით, ეს სიგნალი მიდის და იღებს ან არ იღებს მეორე მხარე“, — განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის ითვალისწინებდა იმას, რომ საქართველოსთან ბევრი რამ აკავშირებს.

რამდენი რამ გვაქვს საერთო ისტორიულად — კარგიცა და ცუდიც, პრობლემებიცა და მიღწევებიც. ჩვენ ყოველთვის ამოვდიოდით იქიდან, რომ დიალოგი ადამიანებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს შორის ყოველთვის იქნება“, — განაცხადა მან.

წყარო: Sputnik-Georgia