პოლიტიკა
პირდაპირი ფრენების აღდგენა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა - ზახაროვა

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. მოსკოვს მიაჩნია, რომ პირდაპირი ავიარეისების აღდგენა რუსეთსა და საქართველოს შორის სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ Sputnik-ის მოსკოვი-თბილისი-კიშინიოვი-მინსკის ვიდეოხიდის მიმდინარეობისას.

დიპლომატმა მოიყვანა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ციტატა: „ამ ფრენებს მე, ალბათ, დავაბრუნებდი“.

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა... ასე ძალიან ბევრი ფიქრობს“, — აღნიშნა ზახაროვამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ჰუმანიტარული და ბიზნეს-ურთიერთობა ორი ქვეყნის მოსახლეობას შორის კვლავაც ვითარდება.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 8 ივლისს შეჩერდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, რასაც საფუძვლად თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციები დაედო.

წყარო: Sputnik-Georgia