კონტროლის პალატამ უმაღლეს სასწავლებლებში ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა
კონტროლის პალატა სახელმწიფო უნივერსიტეტების აუდიტის შედეგებს აქვეყნებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აგრარული უნივერსიტეტის შემდეგ ფინანსური დარღვევები აღმოჩენილია თითქმის ყველა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში. მათ შორის, სამედიცინო უნივერსიტეტში, ასევე, ტექნიკურ და სოხუმის უნივერსიტეტებში.
კონტროლის პალატის მონაცემებით, სამედიცინო უნივერსიტეტში 700 ათასი ლარის ფინანსურ დარღვევაზეა საუბარი, ტექნიკურ უნივერსიტეტში – 240 ათასის, ხოლო სოხუმის უნივერსიტეტში – 450 ათასი ლარის. შეგახსენებთ, აგრარულ უნივერსიტეტში აღმოჩენილ დარღვევებს უკვე მოჰყვა სამართლებრივი რეაგირება – დაკავებულია ოთხი პირი.