საზოგადოება
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

 საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინადღის განცხადებას აპროტესტებდნენ და მას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებდნენ.

„შეცვალეს“ წევრებმა ადმინისტრაციასთან პლაკატები მიიტანეს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო დამაზიანებელი ქვეყნისთვის, სახელმწიფო ინტერესებისთვის. ეს არ გახლდათ პირველი შემთხვევა და ემსახურებდა რუსული ნარატივის გატარებას ქართულ საზოგადოებაში. ყველგან, სადაც იქნება, შევუქმნით დისკომფორტს, რადგან ის არ არის ხალხის მიერ არჩეული და არ ემსახურება ხალხს, როგორც ამას პრეზიდენტი უნდა აკეთებდეს“, – განაცხადა „შეცვალეს“ წევრმა ვანო გომურაშვილმა.

საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების შეკრებაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი სერიოზული მეცნიერი მსახურობს და ამ პროცესში (ქართული კულტურის გატანაში) ისინიც უნდა იყვნენ ჩართული.

ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რომელსაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.