სამართალი
საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. „ევროპული საქართველოს” წევრების გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთ სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, უგულავა, გაბაშვილი და ინციდენტში მონაწილე კიდევ ორი პირი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიოდნენ.
შსს-ს ცნობით, ჯერჯერობით დაკავებული არავინაა და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
ცნობისთვის, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაესხნენ.