ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალისთვის 2011 წელს 300 მლნ დოლარი დაიხარჯება
„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტისათვის 2011 წელს 300 მილიონი დოლარი დაიხარჯება“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად 3000 ადამიანია დასაქმებული.
„ეს საკმაოდ ამბიციური, რეალური და საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი პროექტია“, – აცხადებს რამაზ ნიკოლაიშვილი.