საზოგადოება
ბერლინში მოკლული, ქართველი კი არა, მოსკოვის მეტროში აფეთქებების ერთ-ერთი ორგანიზატორი ბოევიკი იყო! - პუტინი

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. 2019 წლის აგვისტოში, ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქე წარმოადგენს მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორს, - ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერეციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ზელიმხან ხანგოშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა კავკასიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში, „მხარს უჭერდა რა სეპარატისტებს“.

ის ძალიან სასტიკი და პირსისხლიანი მეომარი იყო. არ ვიცი რა დაემართა. ეს ბანდიტური გარემოა და აქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს“,- განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა რუსული სპეცსამსახურების ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან სავარაუდო კავშირის გამო. საქართველოს მოქალაქის ბერლინში მკვლელობა, „ნორმანდიული ოთხეულის სამიტის“ ფარგლებში, რუსეთის და გერმანიის სახელმწიფო ლიდერებმა განიხილეს.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს.