საზოგადოება
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით თითქმის 4 თეთრით გამყარდა

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9089 ლარი ეღირება, ევრო –3.2210 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.8319 ლარი.

10 დეკემბრის ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.9446 ლარი ღირდა, ევრო –3.2606 ლარი, ფუნტი – 3.8789 ლარი.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი დღეს, 11 დეკემბერს შევა ძალაში.